ბიოგრაფია

ექვთიმე თაყაიშვილი








პროექტი - „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“
(„წარსდგა მშიერი და ვერა შიშველი“)
Ø  ვის შემოაქვს პროექტის განხორციელების იდეა?    
განათლების სამინისტროს ინიციატივით გამოცხადდა კონკურსი პროექტისა, რომელიც მიეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლის იუბილეს.

Ø  ვინ მონაწილეობს პროექტში?
პროექტში მონაწილეობენ 29 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია გელაშვილი, ისტორიის პედაგოგები: მარი გეწაძე და ნაზი ბახტურიძე; მე-8 ; მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.


Ø  აქტუალურად მიმაჩნია თუ არა შემოთავაზებული იდეა და რატომ?
ჩემი აზრით,ეს იდეა აქრუალურია, მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, სათანადოდ დააფასოს ჩვენი დიდი წინაპრების ღვაწლი და გაუფრთხილდნენ იმ განძს ,რომელიც აქამდე ასეთი ტანჯვა-წვალებით შემოინახა.

Ø  რა მიზანს ისახავს ეს ინიციატივა?
ამ ინიციატივის მიზანია, წინაპართა ღვაწლის წარმოჩენა და დაფასება. მოსწავლეები თვითონ მოიძიებენ მასალას და მასწავლებელთან ერთად დაახარისხებენ მას. დაგეგმავენ პროექტ-გაკვეთილებს და სხვა ღონისძიებებს.ერთ-ერთი მიზანი კონკურსში  გამარჯვებაა!

Ø  რამდენად რეალისტურად მესახება დაგეგმილი ამოცანები? ხელს შეუწყობს თუ არა ეს ნაბიჯები მიზანზე გასვლას?
ჩემი აზრით, დაგეგმილი აქტივობები რეალისტურია, ის ეტაპობრივად მიგვიყვანს შედეგამდე.

Ø  რატომ  და როგორ  წაადგება მოსწავლეთა იდეები პროექტის წარმატებულ განხორციელებას?
მიმაჩნია,რომ მოსწავლეთა  იდეები საყურადღებოა, ერთობლივი მუშაობით გაცილებით კარგ შედეგზე გავალთ. ისინი შეძლებენ გამოთქვან თავიანთი წინადადებები და განავითარონ დამოუკიდებელი აზრობნება,გარდა ამისა, მათი იდეები, ხშირ შემთხვევაში ,სასარგებლო და გონივრულია.

როგორ დაეხმარება პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ეს აქტივობა?
ისინი იგრძნობენ პასუხისმგებლობას , განავითარებენ კვლევისა და დახარისხების , გამჭოლი კომპეტენციისა და ზოგად უნარებს.იმუშავებენ ჯგუფებში და ითანამშრომლებენ პედაგოგებთან .მიიღებენ გამოცდილებას.

http://www.mes.gov.ge/content.php?id=4428&lang=geo

„რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ - კონკურსი მოსწავლეებისათვის

ბავშობა

ექვთიმე სიმონი ძე თაყაიშვილი დაიბადა გურიის, მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფ. ლიხაურში.  1863 წლის 5 ივნისს.

ბავშვის დაბადებადებისას ექვთიმეს ავადმყოფი მამა სულს ღაფავდა და მალევე გარდაიცვალა.

მამა – აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. 

დედა – თავად გიტული (გიტო) ნაკაშიძის ასული .

ექვთიმე იხსენებს: ”ხუთი წლისა ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი, უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველება ობლებსო!...”

ობლებს ბებია და ახლობლები უვლიდნენ... მამის გარდაცვალების გამო ექვთიმესა და მის და-ძმებს მზრუნველად დაუნიშნეს - სიძე სიმონ გოთუა. ”აპეკუნის” გარდა ბავშვებს მაკა ბებია და მაკა მამიდა უვლიდნენ.

ბებია  მაკა ზრუნავდა  ბავშვებზე და ცდილობდა,ობლობა არ  ეგრძნოთ!

ექვთიმე ოზურგეთის სასწავლებელში შეუყვანიათ.

სახელმძღვანელოებიც კი არ ჰქონიდა, ზეპირად იმახსოვრებდა მასწავლებლის მონათხრობს.”

1869 წელის 7-8 წლის ე. თაყაიშვილი შეიყვანეს ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისმოსამზადებელკლასში.ყველაზე მეტედ მას მასწავლებელი იოსებ თაყაიშვილი ჰყვარებია. იგი მოსკოვის უნივერსიტეტის მეოთხე კურსიდანყოფილა, თურამეს მოსწავლეები რუსულად ვერ გაიგებდნენ, ქართულად უხსნიდა, ეს მაშინ აკრძალული იყო, ამას სხვა არავინ აკეთებდა. საერთოდ იოსებს ექვთიმე იმ დონეზე სცემდა პატივს, რომ კარგა ხნის შემდეგ, როდესაც იოსები გარდაიცვალა, ექვთიმე თბილისიდან ლიხაურში ჩასულა და გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოუთქვამს ”მიცვალებულზე სიტყვის თქმა - წერს ექვთიმე - ჯერ კიდევ არ იყო გურიაში მიღებულიდა ჩემმა სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრეებზე”.

ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში ორი წელი დაჰყვეს ნ. მარმა და ექვთიმე თაყაიშვილმა. ექვთიმე მოსწრებით  არ ბრწყინავდა, მაგრამ  შემდეგ გამოვლინდა მისი ნიჭიერება.

1874 წელს სამაზრო სასწავლებელი საქალაქოდ გადაკეთდა, პროგარამაც გაკეთდა და ”თითო კლასში ორ-ორი განყოფილება იყო”... ამ დროს ექვთიმე მე-3 კლასში გადადიოდა. ობოლს კვლავ ოთხი წელი რომ არ დასჭირვებოდა მზრუნველმა სიძემ ფოთის სამაზრო სასწავლებელში ჩაარიცხვინა.

სამიკიტნოს უკანა ოთახში ცხოვრობდა 4 მოწაფე. ექვთიმეს ხშირად ხელი ეშლებოდა მეცადინეობაში,მაგრამ აქ კვება უკეთესი იყო ,,ოზურგეთში ერტხელ მაჭმევდნენ დღეში”, ფოთში ბინაც გაიუმჯობესა მოწაფმ,სწავლაშიც თანაკლასელებს დაეწია და გაუსწრო. მესამე კლასი წარმატებით დაამთავრა და კვლავ ლიხაურში დაბრუნდა.

ექვთიმე აღნიშნავს ,,მე–14 წელში ვიყავი გადამდგარი, ჩემ მიერ სწავლის გაგრძელება ბიძაჩემისა და ჩემს სიძეს არ ეპიტნავებოდა. ერჩივნათ სამსახურში მოვწყობილიყავი მწერლად. (ისევე როგორც  მისი ფოთელი თანაკლასელები მოიქცნენ).

სიძემ დაიჩემა და ბიძამაც მითხრა ,,ლეხაურელებმა მოციქული გამომიგზავნეს, ექვთიმე სოფლის მწერლად დაგვიდგესო”. ექვთიმემ უარი განაცხადა.

პრინციპულობა და სწავლისადმი  დაუოკებელი გრძნობა ექვთიმეს  ვერ შეუცვალა სოფლის კანცელარიის  მოხელის შემოსავლიანი საქმის შეთავსებამ და ვერც უსახსრობამ. ფოთში მიღებული ცოდნა  არ კმაროდა გიმნაზიაში შესასვლელად. საჭირო იყო ლათინურში მომზადება,მაგრამ რეპეტიტორი ექვთიმემ ვერ იშოვნა.

1875–76წწ იგი ლიხაურშია. ექვთიმე უფრო ახლოს ეცნობა სოფელსა და მის ყოფას. ყმაწვილის ყურადღებას ჯერ კიდევ მაშინ იქცევდა სოფლის ისტორიული ძეგლები. 1873 წელს  ისტორიკოსი დ.ბაქრაძე ჩასულა ლიხაურში და ღამე ექვთიმეს ბიძა ქაიხოსრო თაყაიშვილთან გაუთენებია. სტუმრის საქმიანობიტ ყმაწვილიც დაინტერესებულა. ესეც უნდა ყოფილიყო ერთერთი საბაბი იმისა,რომ იგი არქეოლოგიამ გაიტაცა. მოხუცებულობაში იგი წერდა: ,,მე დავიბადე სოფელ ლეხაურში რომელიც საუკეთესოდ ითვლება გურიაში–ჰავით,მდებარეობით,ძველი კარგად დაცული ციხით,ეკლესიებითა და მათში შემონახული სიძველით”.

თაყაიშვილების ოჯახებში პატრიოტი ადამიანები იკრიბებოდნენ. ასევე ხდებოდა მისი დისა და მამიდების ოჯახებში. ცნობისმოყვარე მოსწავლე ყველგან ისმენდა საინტერესო საუბრებს პატრიოტიზმზე, ისტორიასა და ლიტერატურაზე. ,,თამამად შეიძლება ითქვას–აღნისნავს ექვთიმე–რომ ის ოჯახები,რომლებთანაც ვიყავი დაკავშირებული,მრავალ მასალას იძლეოდნენ ჩემი განვითარების ზნეობრივ არეზე,ჩემი სულიერი ზრდისთვის”.

ექვთიმე ახლოს იცნობდა აგრეთვე გურულების, ქუთაისელი წერეთლების, ლორთქიფანიძეების, წულუკიზეების და პეტერბურგელი მოწინავე ქართველების ოჯახებს. ყოველივე ამის გამო შეგვიძლია ვთქვათ,რომ ის გარემო სადაც ექვთიმე იზრდებოდა, გახდა საფუძველი მისი გონებრივად და მორალურად ჩამოყალიბებისა, და სამშობლოსადმი თავდადებისა.

გიმნაზია

1876 წელს ექვთიმეს ძმამ ნიკომ შვებულება აიღო და ლიხაურში ჩავიდა. იგი უთაისში,სამხედრო სასწავლო რაზმში ,,უჩებნაია კომანდაში” მსახურობდა... ექვთიმე ატეხილა – ,,ქუთაისში  წამიყვანე,ლათინურში წავიმეცადინებ და გიმნაზიაში მოვეწყობიო..”

ნიკომ ძმა წაიყვანა 1876 წლის ძლიერ ცივ ზამთრის დღს. მოხუცი ექვთიმე გულისტკივილით იხსენებდა ,,არავის გახსენებია ჩემთვის საზამთრო ტანისამოსის დამზადება”.. ექვთიმეს მხოლოდ წალების და პარუსინის ბლუზა სცმია. ორი დღის სემდეგ ჩაუღწევიათ ,,ტროიკით” ქუთაისში. პატარა ექვთიმეს ყაზარმაში მიუჩინეს ადგილი. აქვე  იკვებებოდა და უკვირდათ სხვებს ,რომ მუდამ წიგნს კითხულობდა. ეს შეუმჩნევია ,,კომანდის” უფროსსაც. შესცოდებია ყმაწვილი და ნება დაურთავს ყაზარმაში დარჩენაზე. მაშინ ქუთაისში იმყოფებოდნენ იოსებ და კოწია თაყაიშვილები; მათი დახმარებით ექვთიმე ქუთაისის ერთ–ერთ შეძლებულ ოჯახს აუყვანია რეპეტიტორად.

ქუთაისში ექვთიმესთან დადიოდნენ ბიძაშვილი ერმილე ნაკაშიძე, რომელიც აგრეთვე ემზადებოდა  გიმნაზიაში შესასვლელად და მისი ნათესავი ლათინურში კარგი მოწაფე – მოსე კალანდარიშვილი. ერმილეს შუამდგომლობით და ხარჯით ექვთიმე მოსესთან უნდა მომზადებულიყო იანვრიდან 15 ივნისამდე, მაგრამ მალე არდადეგები დაიწყო. მოსე და ერმილე მაკვანეთში წასულან. ექვთიმეც იქ უნდა ჩასულიყო ლიხაურიდან,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო (მისი ძმა ვარლამი სტუმრობდათ,რომელსაც ქართული აღარ ახსოვდა,ხოლო მამიდა მაკასთან რუსული არავინ იცოდა, ექვთიმე მთარგმნელობდა). აგვისტოს დამლევს ვარლამი პეტერბურგს გაემგზავრა. ექვთიმემ გამოცდების წინა დღეებში წაიმეცადინა ლათინურში. ლათინურის გამო ექვთიმე მიიღეს პროგიმნაზიის II და არა III კლასში და ისევ წინააღმდეგობა – სწავლის ნახევარი წლის, 6 მანეთი შეიქმნა გადასახდელი –  ექვთიმე ატირებული მისულა დიასახლისთან: ,, მესამე კლასში მწადდა შესვლა და ვერ შევედი, II მოვხვდი და იქიდანაც დამითხოვეს – სწავლის ფული ვერ შემაქვსო”...

გულკეთილ დიასახლისს გაუხსნია დანაზოგების ყულაბა  და შიგ 6 მანეთზე მეთი ძველი  და ახალი ქართული და რუსული ლითონის ფულები  აღმოჩენილა. ექვთიმეს მიუტანია იგი ინსპექტორისათვის,რომელიც განცვიფრებულა– სად იშოვე ნუმიზმატიკის ეს კოლექციაო!...

,,ამგვარად, ნასესხები ფულის წყალობით დავიწყწ პროგიმნაზიაში სიარული. შევეცოდე ინსპექტორს, ობლობისა და სიღარიბის ცნობა მიმატანინა, სწავლის გადასახადიდან გამათავისუფლა და რადგან პანსიონში ადგილი აღარ იყო,სანაცვლოდ 8 მანეთი დამინიშნა ყოველთვიურად”...

პროგიმნაზიში ექვთიმეს სახელი გაუთქვია, როგორც ბეჯით მოწაფეს. 35 მოწაფიდან IV კლასი მხოლოდ რვას დაუმთავრებია. 1879 წელს ე.თაყაიშვილი V კლასში ჩაირიცხა.

ქუთაისში ექვთიმე მოხვდა ოზურგეთელ თანაკლასელ ნიკო მართან,რომლის ,,უჩვეულო ნიჭიერებასა და დიდი მომავალს” მასცავლებლები ერთხმად აღიარებდნენ.

ახალ დირექტორს შეკითხვები მიუცია შეგირდისთვის პასუხის მოსმენის შემდეგ ხმამაღლა განუცხადებია ,,да такайвший украшение класса!”..

ქუთაისში ეზიარა ექვთიმე მაშინდელ თანადროულობას. იგი იხსენებს: ,,აქაურმა  თეატრმა თბილისიდან ჩამოსული მსახიობებით აიდგა  ფეხი.ვასო აბაშიძე,კოტე მესხი,ლადო მესხიშვილი და სხვები აქ მართავდნენ  სპექტაკლებს აკაკი წერეთლის რეჟისორობით და ჩვენ გიმნაზიელები – დავდიოდით თეატრში.

ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო მარი თანამოაზრენი იყვნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ,პეტერბურგსი ისეთი ფაკულტეტი შეერჩიათ,რომელიც ,,უფრო იყო საჭირო საქართველოსთვის”...

ექვთიმე თაყაიშვილმა 1883 წელს ქუთაისის გიმნაზია ვერცხლის მედალზე დაამთავრა. წარჩინებული დიპლომის მფლობელს ეკუთვნოდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდია და მოსკოვის უნივერსიტეტში აგზავნიდნენ... მაგრამექვთიმეს სწავლის გაგრძელება პეტერბურგში სურდა ,რადგან ისტორიას იქ უკეთ ასწავლიდნენ, თან დიდი სურვილი ჰქონდა დასწრებოდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ლექციებს.

გიმნაზიის დირექტორის ა.სტოიანოვის შუამდგომლობით ექვთიმე თავისი სტიპენდიით პეტერბურგში ხვდება.

1883წ. სექტემბერში ექვთიმე ჩაირიცხა პეტერბურგის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მას სულ ჰქონდა 700 მანეთი და სტიპენდია. ეს თანხა უნდა გამოეზოგა  მას სტუდენტობის წლებში და სამსახურის ჯამაგირამდე.

ექვთიმე პეტერბურგში გაემგზავრა თანაგიმნაზიელ ვანო გურულთან ერთად. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილი იყო ხარჯებით, თუმცა ერთი კურსის გავლას 2 წელი ანდომებდა,რაც შეეხება ექვთიმეს იგი წარმატებით გადადიოდა კურსიდან კურსზე, ვერც არდადეგებზე ჩამოდიოდა სამშობლოში, მხოლოდ ერთი ზაფხული გაუტარებია თბილისში.

მეორე კურსზე იყო  ექვთიმე,როცა  1884 წ. ნიკო მარი მოეწყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. სიყრმის მეგობრები, მართალია ერთ ფაკულტეტზე არ იყვნენ,მაგრამ ერთად აღამებდნენ ბიბლიოთეკაში, იკრიბებოდნენ ნიკო მარის ბინაზე და იმეორებდნენ დადებულ პირობას – უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ემსახურონ მშობელ ხალხს.

ლიხაურელი ახალგაზრდისთვის რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში ცხოვრება ბევრს ნიშნავდა, ექვთიმე იხსენებდა ”მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან პეტერბურგი უფრო ევროპულიქალაქი იყო, ვიდრე მაგალითად, მოსკოვი.” აქ მიიღო აკადემიური განათლება, გაეცნო ჩვენ დიდ მამულიშვილებს – ი. ჭაჭავაძეს, ვაჟა–ფშაველას...

პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიულ არქივში დაცულია სტუდენტ ექვთიმე თაყაიშვილის პირადი საქმე, რომელშიც დევს განცხადებები პეტერბურგში ცხოვრების ნებართვისა და საზაფხულო არდადეგებზე პავლოვსკში, ერთხელ თბილისში და ერთხელაც სხვაგან საზაფხულო არდადეგების დროს გასვლის შესახებ.

1887 წ–ს ექვთიმე თაყაიშვილმა წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, იმავე წელს , ზაფხულში კანდიდატის ხარისხი დაიმსახურა. ექვთიმე წერს: ” კანდიდატის ხარისხი რომ მიეცათ ყველა საგანში ხუთიანი უნდა მიგეღო სახელმწიფო გამოცდებზე.” მან წარმატებით შეისრულა მიზანი.

ნ. მარი პეტერბურგში დარჩა. მან ერთი წლის შემდეგ დაასრულა სწავლა, თბილისში გადმოსვლას რომ აპირებდა, თაყაიშვილმა მისწერა: ”ფეხი არ მოიცვალო პეტერბურგიდან, შენი ადგილი მინდაა, აქ მე დამიპირეს გაფუჭება, და შენ სიფიცხეს უფრო არ აიტანო!..”

მოგვიანებით ექვთიმე თავის სიყრმის დროინდელ მეგობარზე სიამაყით წერს...

” ნიკო, მართლა, მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერად გამოიზარდა და გააცნო საზღვარგარეთს ქართველი ერის კულტურა, რასაც, რაღა თქმა უნდა, თბილისში მოღვაწეობით ნაკლებად შეძლებდა...”


 

ექვთიმე თაყაიშვილი

       საფრანგეთში  ქართველ ემიგრანტთა  შორის ცხოვრობდა ერთი ხანშიოშესული კაცი, სათნო მეუღლესთან ერთად. ეს ოჯახი ყველაზე შეძლებული და ამავ დროს ყველაზე ღარიბიმ იყო მთელს საფრანგეთში. ოჯახის უფროსი ფასდაუდბელ განძს ფლობდა. განძი  ღვითშობლის წილხვედრ ქვეყანას და მის ხალხს ეკუთვნოდა. უჭირდა  ოჯახის უფროსს განძის შენახვა, მაგრამ უფრო მეტად უჭირდა  განძის შევსება თავისი  ხალხის  კუთვნილი  ახალადაღმოჩენილი ნივთებით. მას დაწყევლილი ყავდა ყველა ქრთველი, რომელიც სამშობლოს ისტორიულ ნივთს  დაუკარგავვდა, გამოცხადებული ჰქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ მასთან უნდა მიეტანათ, და თუ იგი ვრ  შეძკლებდა მის ყიდვას მხოლოდ მერე შეძლო მისი გაყიდვა,. განძის მცველი ძლივს აკოწიწებდა  საჭირო თანხას. მხოლოდ ერთხელ  მიმართა ქართველ ემიგრაციას, დახმარებოდნენ ამ საშვილიშვილო საქმეში და მოეხადათ თავისი ვალი  სამშობლოსა და ერის წინაშე.

             1921 წლის 25 თებერვალი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ  გაიტანა საბანკო ვალიუტა, ჩვენი ისტორიისა და კულტურის საზეიმო განძეულობა  და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ე. თაყაიშვილი მეუღლითურთ. 11 მარტს ბათუმიდან დატვირთული კრეისერ `ერნესტ რენანით” გაემგზავრნენ  კონსტატიპოლამდე. სადაც მათ რაღაც პრობლემა შექმნათ და იძულებული გახდენ  `ერნესტ რენანიდან”  განძეულობა, დაძველებული სატვირთო გემ `ბენ ჰოაზე” გადაეტანათ.  ვიდრე ხმელთაშუა ზღვას  გალევდნენ და საფრანგეთის ნაპირს მიუახლოვდებოდნენ, კაპიტანმა  დეპეშა გაგზავნა და მთავრობისგან მარსელის ნავსადგურში ბადრაგის დახვედრა მოითხოვა. მათ იქ

დახვდათ ყველაზე უფრო პატიოსანი სამხედრო  ნაწილად მიჩნეული სენგალის პოლკი, რომელმაც ქართული ძვირფასეულობით სავეს ყუთები მარსელის ბანაკამდე მიაცილა.

განძეულობა მოთავსებული იყო 249 ყუთში. სია საქაეთველოშიც იყო. 1931 წლის 22თებერვალს გაზეთ კომუნისტის ნომერში გამოქვეყნდა ამ სიის მიხედვით მოშიმშილე Qვქვთიმეს და ნინას მიერ შეძენილი ნივთების სია. რომელიც დღესაც უცნობია საზოგადოებისთვის. ვინ იცის რამდენმა ადამიანმა მოითბო ხელი მას შემდეგ. ეს კიდევ კვლევა ძიების საითხია.

საგანგებო კომისის საგანგებოდ  მიჩნეულ  ქუთაისისა და თბილისის ხაზინიდან წაღებული `სარეალიზაციო საბანკო ვერცხელეულობა~გადაუდვნიათ გაუყიდიათ 1200000 მანეთად. თანხის ნაწილით ქალაქ  ლევილიში უყიდიათ მამული და სახლი. ამავე სახლის მეორე სართულზე ექვთიმესა და ნინოსათვის მიუციათ 2 ოთახი.              მრავალი წლის მანძილძე  ეს განძეულობა ხელშუხებელი ელაგა ვიდრე საქართველოს ემიგრანტულმა მთავრობამ  არსებობა არ შეწყვიტა,

და ანაბარი უპატრონოდ დარჩა.

ამ დღიდან ექვთიმე თაყაიშვილი ახალი ტანჯვა-წამების გზას გაუდგა. ექვთიმეს განძულის პატრონობის დამამტკიცებელი არავითარი საბუთი არ გაჩნდა რომლითაც თავის სიმართლეს დამტკიცებდა. ექვთიმე თაყაიშვილი არწმუნებდა საფრანგეთის მთავრობას რომ მარსელის ბანკში შენახული განძეულობა არსაოდეს  არ შეადგენდა ემიგრანტული მთავრობის საკუთრებას, რომ იგი საქართველოს კერძო მუზეუმის საკუთრება იყო და საერთაშორისო კანომდებლობის შეასბამისად მათვე უნდა დაბრუუნებოდათ. მეცნიერი იმოწმებდა საბჭოთა რუსეთის მაგალითს.  

თავის  საცავში დაცული ყველა ქართული  სიძველე, აქ სხვადსახვა დროსა და გარემოებაში მოხვედრილიყო, მთავრობის საგანგებო გადაწყვეტილებით რუსეთმა საქართველოს დაუბრუნა.

მასობაში საფრანგეთის მთავრობამ სადავოდ ქცეულ განძეულობას ადგილი შეუცვალა და მარსელის ბანკიდან  პარიზის ერთ–ეერთ ბანკში გადმოიტანა და  მცვლადY ფრანგი მოხელე ჟოდონი მიუჩინა. სწორედ იმ ხანად, როცა , როგორც იტვიან, დანა და ყელი ერთად იყო,   ობოლინსკის ქვრიცვმა, სამეგროლოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულმა სალომემ, საქმე აღრძა, რომელიც 7 წელს გაგრძელდა და განძეულის ის ნაწილი მოითხოვა რომელიც მისი მამა–პაპის კუთვნილი ზუგდიდს სახლიდან იყო წამოღებული, საბოლოდ ეს სასმართლო ექვთიმე თაყაიშვილმა მოიგო.

1926 წელს ნიუ-ორკის `მეტროპოლიტენის~ დირექტორი ექვთიმეეს შეხვდა და სთხოვა ქართული საგანძური ამერიკაში 6 თვით გამოეფინათ მარამ, ექვთიმემ  ჩვეული სიმტიცით უარი უთხრა.

მოგვიანებით ისევ ესტუმრნენ ექვთიმეს მაგრამ მათ  ახლა ახლდათ ინგლისელი ქართველოგი ალენი.  ისინი პირველ რიგში ითხოვდნენ მინანქრიან ნივთებს.წარმომადგენლები იხდიდნენ ნახევარ მილიონს , განძის შენახვის თანხებს. აგრეთვე ალბომისა და მოხუცის ნაშრომების თანხებს.

გამოცემას, რომელიც საფრანგეთში დაიწერა (,,საქართველო რომაელთა დროს”, ,,ქართული წარმართობა”, ,,საქართველოს გაქრისტიანება”, ,,აფხაზეთის ისტორია”, ,,ქართული ისტორიოგრაფია   ,,ქართული ენის ადგილი მსოფლიოს ენათა შორის და მისი კილოკავები”) და სხვა  ნაშრომები და მის მატერიალურ უზრუნველყოფას.

ახალგორის მინანქრის ხატის შესყიდვაში რა პირობებს სთავაზობდნენ მშიერ მოხუცს უცხო ქვეყანაში და დღეს ბიზნესმენ-საქმოსნები შინაური და გარეული მტრები ერთად 8 მილიონს სთავაზობენ საგანძურში.

   ეს საგანძური ღვთიური ძალის მატარებელია, მან საუკუნეები მანძილზე მონღოლებას, ოსმალობას, თურქ-სელჯუკობას გადაარჩინა ქართველი ერი. სწორედ ეს არის ღვთიური ძალისხმევის დასტური ამ ქრისტიანულ ჯვარ-ხატებს საქართველოსათვის საკლარული, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

   დღეს საქართველოში ისედაც მძიმე მდგომარეობაა, ზედმეტ სირთულეს ნუღა ვიქმნით. ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა არის საგანძურის ხელშეუხებლობა. ესოდენ ძვირფასი საუნჯე ვის უნდა მივართვათ, როცა შუაგულ ევროპაში ომია, რომელიც სამწუხაროდ შიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს.

   მსოფლიოს უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყნის საგანძური ყოველთვის იყო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებით კი საგანძურზე მონადირე აშშ.

   საქართველოს განძეულობამ, რომელიც ბევრ მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშს შეიცავდა, მადა მრავალ ბიზმესმენს აღუძვრა. განძეულობის საფრანგეთში ჩატანის თანავე მენშევიკურ მთავრობას მოაკითხა ნიუ–იორკის ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმის დირექტორმა და მოლაფარაკება გაუმართა ქართულ კოლექციებში დაცული მინანქრების შეძენის თაობაზე. ქართული მინანქრების ნაწილი, როგორც ცნობილია , 1856 გაიტაცა ქუთაისის გუბერნატორმა ვინმე ლევაშოვმა. შემდეგ იგივე მოიმოქმედა პეტერგბურგელმა ფოტოგრაფმა საბინ გუსმა, ეგზარხოსის ლოცვაკურთხევით გაიტანა მინანქრის საუკეთესო ნიმუშები გელათის, მარტვილისა და ჯუმათის მონასტრებიდან, ვითომ უნდა შევაკეთებინოო. მან ბოროტად გამოიყენა ეს უფლება, მოსპო ბევრი ძველი ხატი თვით ეკლესიაში განახლების დროს და მათი მინანქრიანი მედალიონები კი მიჰყიდა კოლექციონერ ზვენიგორდოსკის. როგორც ცნობილია მინანქრის ხელოვნება დიდად იყო საქართველოში გავრცელებული და ჩვენებურ ხატებზე ხშირად ეკრა მედალიონები ბიზანტიურიცა და ქართულიც. თუმცა იციან მინანქრიანი ხატებისა და სხვა საეკლესიო ნივთების დამზადების რეცეპტი. მაინც ვერავინ ახერხებს ამ ხელოვნების აღდგენას. ზვენიგოროდიმ ჩვენს მინანქრებში  ნიუ–ორკის ,,მეტროპოლიტენ მუზეუმისაგან” მიიღო 200000 მანეთი, რაც იმდროისათვის ერთობ დიდი ფული იყო” (თაყაიშვილი ტ.1. გვ.408)

   ახლა, როდესაც ჩვენ ასეთი კრიტიკული მომენტი შეგვექმნა გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სოციალური, გნებავთ რელიგიური. ამ ნივთებზე მეოცნებე ,,მეტროპოლიტენის მუზეუმს” კოლექციის გამდიდრება მოუნდა. ვისი მეშვეობით? ვაი ბიზნესმენ ქართველების ხელით. ნუთუ ისე დავეცით ქართველებო, რომ ფულის გულისთვის ეშმაკსაც კი შევეკარით. ექვთიმეს ლოზუნგი ერთი იყო: ,,ეშმაკსაც კი შევეკრები ოღონდ განძი გადავარჩინო”. მშიერ–მწყურვალე ექვთიმე და ნინო. რომელთა ულუფა 16 დღე ნახევარი ლიტრი რძე იყო, თითო კვერცხი, 400 გრამი პური, სარამოს უშაქრო ჩაი. როცა ეს არ ჰქონდათ ნისიად დღეში ერთხელ სადილს აწვდიდათ მეზობელი. ამისთანა დღეებს რამდენს ნახავთ ნინოს დღიურში.

   ექვთიმე თაყაიშვილი საოცარ გამძლეობას იჩენდა მატერიალური სიდუხჭირის გამო; ამას იგი იტანდა ოღონდ კი შემოქმედებითი მუშაობა განეგრძო.

   1925 წელს 11 სექტემბერს ნიკო მარს სწერს: ,,სწორედ ტრაგიკული მდგომარეობაა, როცა ვგრძნობ, რომ ბევრი სიცოცხლე აღარა მაქვს და ვეღარ მოვასწრები, ასე ჭირვარამით შეკრებილი მასალა გამოვაქვეყნო!”

   მან პირველმა იმოგზაურა ეგრედწოდებულ თურქეთის საქართველოში .ჩვენი მამა–პაპის სისხლით მორწყული ძველი მესხეთის მიწა–წყალი 1902, 1907 და 1917 წელს შემოიარა და დაწვრილებით აღწერა , საქართველოს მოწყვეტილი განუმეორებელი კულტურის  ძეგლები–ეკლესიები ოშკი, ბინა, იშხანი, ხახული, ანჩა ტბეთი, პარხული. ექვთიმე ტაყაიშვილი იყო პირველი თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი–მკვლევარი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა შეუდგა საქართველოს ეკლესია–მონასტრებში დაცული ისტორიული საბუთების შეგროვება პუბლიკაციასა და ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლა აფიქსირებას. მისი ნაშრომები გამოიცა პარიზში: 1937 წელს არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ–სვანეთში”. 1939 წელს ,,მეფეთა და კათალიკოსთა სულთა მატიანე “ნიკორწმინდის ხელნაწერი ,,არქეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში “. ამ ნაშრომებში აღწერილია საქართველოს ეკლესიები როგორც გარეგნული იერით, ისე მისი ხატებითა და ხელნაწერებით. ყველა ამ საქმეში ჩართული იყო განათლბული მეუღლე ნინო პალტარაცკაია, რომელიც საბეჭდ მანქანაზე ნაშრომებს უბეჭდავდა და ნაშრომებს ფრანგულ ენაზე თარგმნიდა.

   1931 წლის 8 მარტს ექვთიმე თაყაიშვილს მეუღლე გარდაეცვალა. ირ. სონღულაშვილს სწერს თბილისში (ირ. სონღულაშვილი იყო საქართველოს ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი) ,,ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობა უსიტყვოდ და კარგად უნდა წარმოიდგინოთ ჩემი მდგომარეობა”. ამჟამად დაღუპვას ერთმა კეთილისმყოფელმა გადამარჩინა. ბრიუსელის ერთ–ერთ სასტუმროში გადამიყვანა”.

   იქიდან დაბრუნების შემდეგ იმდენად გაჭირვებული იყო, რომ თვალები ასტკივდა და ლევილიდან 26 კილომეტრით დაშორებულ პარიზამდე ვერ ჩავიდა. ხშირად უსადილოდაც რჩებოდა. მაგალითად, მას 1934 წელს, თებერვალში 6 დღე არ უსადილია. მარტში კი 13 დღე. (ი.თაყაიშვილის უბის წიგნაკი)

   ექვთიმე თავისი ბუნებით ოპტიმისტი იყო. 1937წ. ირ. სონღულაშვილს სწერდა: ,,დავეცი ფეხი მოვიტეხე ( ერთი ხომ ადრე ჰქონდა მოტეხილი, რის გამოც მთელი ცხოვრება კოჭლობდა). პარიზის საავადმყოფოში ვწევარ, მდგომარეობა ერთობ მძიმეა ეს აღსასრულის დასაწყისია, ნინო აღარ მყავს ამ მდგომარეობაში ჩემი მოვლა მხოლოდ მას შეეძლო. მე ხომ იცი მტკიცე ხასიათის არსება ვარ საზოგადოდ”...

   გაჭირვება გაჭირვებას ემატებოდა ამხელა სიმდიდრის მცველი ექვთიმე თაყაიშვილი პურის ნატეხსა და წყალზე გადადიოდა, ქონებას ფხიზელ დარაჯად უდგა და შეუნელებლივ განაგრძობდა მეცნიერულ მუშაობას. საფრანგეთში ჩასვლისთანავე ის პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების წევრად აირჩიეს, მალე სააზიო საზოგადოების წევრიც გახდა და მის ბეჭვდით ორგანოებში სისტემურად თანამშრომლობდა. 

   1822 წელს დაარსდა  ,,პარიზის სააზიო საზოგადოება”. ამ საზოგადოებაში დაიწყეს ჩინურის, არაბულის, სანსკრიტულის, მანჯურიულის, პალის, სომხურის შესწავლა. აქვე დაიწყეს ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლა. მარი ბროსე თავის დროზე წერდა, რომ ამ საზოგადოებამ რამდენიმე თვეში გადაწყვიტა ქართული შრიფტის ჩამოსხმა. ქართული ენის შესწავლისათვის გამოსცეს ქართული ენის ლექსიკონი და გრამატიკა, რაოდენ დიდია მარი ბროსეს დამსახურება ქართული ენის წინაშე. ავიღოთ ფრანგისაგან მაგალითი ცრუ პატრიოტმა ქართველებმა, შენობას სახურავით ნუ დავიწყებთ, ფუნდამენტი გავაძლიეროთ და გავამყაროთ.

   დასავლეთ ევროპაში საქართველოს ისტორიის, ენის ძეგლების მეცნიერული შესწავლის ინტერესი ადრინდელ ხანას, რომ თავი დავანებოთ, XVIII საუკუნეში დაიწყო.

   ,,პარიზის სააზიო საზოგადოების” წევრი იყო ექვთიმე თაყაიშვილიც. მან დაწერა და საბჭოს სხდომაზე სხვა ნამუშევრებთან ერთად წარადგინა ,,ქართული ენის მნიშვნელობა მსოფლიო ლიტერატურაში და მისი კილოკავები”.

   დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. უნიჭო გენერლებისა და გამყიდველი მთავრობის მიერ გაცემული საფრანგეთი ჰიტლერული გერმანიის სალდათური ჩექმის ქვეშ მოექცა. დარეკა პარიზის ბანკის სეიფებში ჩაკეტილი საქართველოს სამუზეუმო ქონების ყოფნა–არყოფნის ჟამმა. იწყება მისი სულიერი წამება, რა ქნას რა გზას დაადგეს , ,,ეს რა რისხვა დამატყდა”. დაიწყო გერმანელების პარპაში. სამი კაცი მოადგა ემიგრანტი ქართველების ხელშეწყობით, ერთი სამხედრო პირი–პოლკოვნიკი , მეორე–საერო პირი, მესამე– მათი დამხმარე გამომძიებელი. მოთხოვეს ყუთების გახსნა. გახსნეს ორი ყუთი ერთი საუკეთესო ნივთებისა და მეორე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოგროვილი მასალა. ამ მასალბის თავზე ნაპოლეონ ბონაპარტის პატარა ბიუსტი იდგა, რათქმაუნდა კონსპირაციის მიზნით. ,,ჩვენ ეს არ გვაინტერესებს მოგვეცით ოქროულობა, მინანქრიანი ხატებიო. მოხუცმა პასუხი გასცა, ძვირფასეულობა ამერიკაში არის წაღებილი. ნაცისტებს ზოგიერთი ქართველი მომხრობოდა და ჰიტლერის თაყვანისმცემელი გამხდარიყო, ისი დაუფიქრებლად დარწმულებული იყვნენ,

ჰიტლერი საქართველოს თავისუფლებას მიანიჭებსო... მათ დააჭერინეს და გერმანიაში წაიყვანეს პროფესორი ზ. ავალიშვილი, რომელიც იქ უდროოდ გარდაიცვალა (ქალაქის დაბომბვისას) და მასთან ერთად დაგვეკარგა აუარებელი ისტორიული მასალასაქართველოს შესახებ, რომელიც ზ. ავალიშვილს ჰქონდა შეგროვილი... ქართველი ემიგრანტების ერთ ნაწილს, რატომღაც ეგონათ მცირე ავტონომიას მოგვცემსო. მენშევიკების დროს საქართველოში გერმანიის ელჩი ცდილობდა ფიურერი დაერწმუნებინა, ქართველები ძველი კულტურის ერია და ავტონომიის ღირსნი არიანო. ჰიტლერი აინუნშიც არ აგდებდა მას, მაგრამ ბერლინელი ზოგი ქართველი მაინც დაუფიქრებლად მისდევდა ჰიტლერს.

   გერმანიაში გადასვლაზე გადაჭრილი უარი ვუთხარი: ,,მე აქ ქართულ მუზეუმთა განძეულობის მეთვალყურედ ვარ გამოგზავნილი და აქ უნდა დავრჩე “. ამან მეორე საშიშროება წარმოშვა:... გერმანელებმა ოფიციალურად საფრანგეთის მტავრობისაგან მოითხოვეს განძეულის გატანა ბერლინში. დაიწყო მოლაპარაკება. ,,ამ გასაჭირში დავიხმარე ერთი დიდი საქმოსანი ქართველი გ.ბ.,რომელიც არწმუნებდა გერმანელებს ეს საგანძური მხოლოდ საქართველოსთვის არის ღირებული, დიდი სახარბიელო აქ არაფერია  დოჟონმა მითხრა შემდეგ გ.ბ. რომ დათანხმებოდა, გერმანელები უთუოდ გვაიძულებდნენ მიგვეცა თქვენი განძეულობანი”. (ექ. თაყაიშვილის რჩეული ნაწერები გვ. 411, 412) მერამდენე განსაცდელი აიცილა ერისათვის თავდადებულმა მოხუცმა. საქართველოში განძეულის დაბრუნებისას დარდი არ ასვენებდა. ამ რამდენიმე დღის წინ რუსთავის არხზე დიქტორმა კიდევაც დააყვედრა ექვთიმე თაყაიშვილს ,,მას ხომ მეჭურჭლეთუხუცესი უწოდესო”. ეს იყო უზნეობის ერთ–ერთი მაგალითი.

   საბჭოთა კავშირის ელცად საფრანგეთსი დაინიშნა ბოგომოლოვი. დაუყოვნებლივ მიმართა ექვთიმემ სატანადო წერილით. მისგანპასუხი მალე მიიღო. გამოუგზავნა ავტომანქანა, ,,პირველად ძალიან მეუხერხულა ჩემი ასეთი პატივით მიღება. მისვლისთანავე შემომთავაზა საუზმე, შემდეგ საქმეზე ვისაუბროთო.”

   ბოგომოლოვს გარდა სიტყვიერი განცხადებისა, წერილითაც მიმარტაგანძეულობის დაბრუნების სესახებ. იმ დროს საფრანგეთის მთავრობის სათავეში იდგა გენერალი დე–გოლი.

   ბოგომოლოვმა მითხრა: ,,დეტალურად მე ვერ ავუხსნი საქმის ვითარებას”, ამიტომ გთხოვთ მომცეთ ჯეროვანი მოხსენება... რა თქმა უნდა დავწერე და გადავეცივრცელი მოხსენება ქართველი ერის უძველესი კულტურიდან მოყოლებული ისტორია და რაც მთავარია ეს განძი ი.სტალინის სამშობლოს ერის კუთვნილებაა...” ბოგომოლოვმა იგი მაშინვე წარუდგინა. დე–გოლს წაკითხვის შემდეგ 5 წუთიანი პაუზა გაუკეთებია და სტალინი შემდეგი სიტყვებითშეუფასებია ,,ნუთუ ამ მცირე ერს შეეძლო ასეთი გიგანტი ადამიანი ეშვა”... ჯერ კიდევ ომი არ იყო დამთავრებული დე–გოლი და ბოგომოლოვი ერთად გაფრინდნენ მოსკოვში. საფრანგეთის საბოლოო ხსნა დიდად იყო დამოკიდებული საბჭოთა კავშირზე, დე–გოლს უარის თქმა არ შეეძლო და მანაც გასცა გაკარგულება, რომ დაუყონებლივ დაგვბრუნებოდა განძეულობა. მიუხედავად შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგობისა ბოგომოლოვმა თავისას მაინც მიაღწია.

   ასე დაიბადა ხელმეორედ ეს წმინდა მოწამე კაცი, დაიბადა 82 წლისა, და სამშობლოს შემდგომი სამსახურისათვის ახალი ძალითა და ენერგიით აღვსილი ტავის სალოცავ ხატს მამულს 0დაუბრუნდა. ორმა საგანგებო თვითმფრინავმა, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის აეროპორტიების მოვლით თითქოსდა საზეიმო წრეს უვლიანო , საქართველოში ჩამოიტანა ხალხის კუთვნილი სამუზეუმო განძეულობა, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში ფარვანასავით თავს დასტრიალებდა ექვთიმე თაყაიშვილი –,,არაფერი დაგვეკარგოსო”.

   დიახ, ,,არაფერი არ უნდა დაგვეკარგოსო”!– ეს იყო დევიზი დიდი ქართველი მამულიშვილისა და უკეთესს რარას შევძენთ ერსა და ქვეყანას. თუ ამ დევიზს, შეუდრეკელი ერისკაცი მუხლჩაუხრელად მისდევდა, ჩვენ ყველანი მისი შთამომავლები ვალდებული ვართ, ჩვენივე მიწაზე დავიცვათ და გადავარჩინოთ ნაწამებ–ნაოფლარი ერის კუთვნილება. ვაი საქართველო, რომ შენივე შვილებმა დღეს ეს ყველაფერი პირად კეთილდღეობის, გამდიდრების წყაროდ აქციეს. ზნედაცემული ადამიანები ამ საქმეს უნდა მოვაცილოთ. ისინი, ხომ საქართველოს პრეზიდენტს შეგნებულად უქმნიან პრობლემებს.ვინ გადაარჩინა 70–90-იან წლებში საქართველოს საუკუნეების მანძილზე მიტოვებული ძეგლები. მან შექმნა ძეგლთა დაცვის კომიტეტი, ამ კომიტეტმა უდიდესი სამუშაოები განახორციელა ძეგლების აღდგენაში. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა საქართველოში აღმდგენ–რესტავრატორთა სკოლა. დღეს ძეგლთა დაცვის კომიტეტი განიარაღებულია, კულტურის სამინისტრო კი მონსტრია. საქართველოს კულტურა, ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ერთეულებით განისაზღვრება. მუზეუმებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. დევიზი ასეთია–გავიტანოთ, გავაცნოთ, გავანიავოთ. ამისათვის იბრძოდა საქართველოს ამაგდარი!?

 

 

       …………………………………………… ……………………



                        

                    არქეოლოგიური  მოგზაურობა  სამხრეთ  საქართველოში

ორჯერ იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა ტაოში.         1902 წელს არტაანიდან მოყოლებული კოლამდე.აღწერა ბანა ახლომდებარე ეკლესიებით და ჩანგლთან შეჩერდა. მეორედ 1907 წელს შეწყვეტილი გზა გააგრძელა,კოლა-ოლთისის მიდამოები შემოიარა. 1917 წელს მესამედ გაემგზავრა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მოსანახულებლად.ექსპედიციაში  მონაწილეობდნენ:   ლადო გუდიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ე. ერმაკოვი, [ ფოტოგრაფი] გიორგი შევარდნაძე,  ანატოლი კალგინი,  ანატოლი ზანდევიჩი,  რომელიც შემდგომ ახალ დარსებულ თბილისის სახ-ფო მუზეუმში მოღვაწეობდა.

1917 წლის არქელოგიური ექსპედიცის მოგზაურობის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი წერს

“ ხელ-ფეხს მიკოცნიდა  კოლა- ოლთის ჩინგლის ქართველობა, მშვიიდათ ბრძანდებოდეთ, მამა-პაპათა  ნამგარს არავის დავანგრევინებთ და დავიცავთო, ბევრ მაგანს ქართული ენა დავიწყებოდა, მაგრამ შეგნება რომ ისინი ქართველი არია,  თითქოს ყველას ჰქონდა“

მოგზაურობას თვალი გადავავლოთ ლადო გუდიაშვილის მოგონებებით, რომელიც საქართთველოს მეჭურჭლეთუხუცეს წერდა „ექვთიმე თაყაიშვილი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უანგროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს... არც დაღლა იცოდა , არც დასვენება ... ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე “

ეექსპედიცის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში,    რომ არა მეცნიერის ასეთი თავგამოდევბა,  დღეს ისტორიას არ ექნებოდა ზუსტი დათარიღება,ყოველმხრივი აღწერილობა, დეტალური მსალა ისეთი ქართული ძეგლებისა. როგორიც არის ოშკი, იშხარი, ხარული, ბანა

ექსპედიიამ სუსტად გარკვია,  დადგინა  ტაძრების, ეკლესიების,  ციხების სახელწოდებებიდა ადგილ მდებარეობა, რაც ამ მოგზაურობამდე უცნობი და შეომოწმებელი იყო მეცნიერული ლიტერატურისთვის.

ექვთიმეს თაოსნობით  შესწავლილი იქნა ყველა წარწერა, ქრონიკონი-თარიღის აღმნიშვნელი ასოები,  „ მას საოცარი მეცნიერული წვდომა ჰქონდა, ძველი წაეწრების წაკითხვის საოცარი უნარი. უმრავლესობას იქვე გადმოღების   თანავე კიხულობდა, ზოგს, უფრო რთულს, სადგომში მისვლისას,  ჩვენ ახალგაზრდები ვისვენებდით,იგი  კი უჯდა  საქმეს,  ფოტოებ, კალკებს ნახატებს და არც დარჩენია რამ ამოუკიხავი.

თუ რაიმე ახლოს ,, მნიშვნელოვანს ამოიკითხავდა ახალგაზრდულად წამოხტებოდა  ქაღალდის დროშასავი აფრიალებდა და  აღფრთოვანებით  შესძახებდა  აღმოჩენა.. !!  ახალი აღმოჩენა!

დიდ მეცნიერს  ხელოვნებაში განსაკუთრებით ჩაეჩენია  მეხსიერებაში ხახულში ნანახი ქვაში ტვიფრული სიმბოლო- ქართული ფასკუნჯი მუდმივი  აღორძინების იდეა!

„ ეს კლასიკური ნიმუში ნოტარ-დამის ქიმერების შემოქმედებასაც შეხამება! წერდა ლადო გუდიაშვილი.

უმშვენიერესი ბუნების გარემოცვაში დგანან ეს ბუმბერაზი ძეგლები  თითქოს უპატრონო,

თითქოს ძილსაც მისცემიან.. მაგრამ მაინც ალერსა და სითბოს იხოვენ ჩვენგან. ელიან მფარველსა და მცველს.ექვთიმეს  ექსპედიციამ დროულად შეაღო  ამ ტაძრის საუკუნეთა  მანძილზე დახშული კარები.. იმედია ჩვენი თაობაც,   გავხდებით „ ექვთიმოსნები“  მოვეფერებით და მივუალერსებთ შორს  საქართველოს მიწიდა მოწყვეტილ ტაძრებს....

                         ქორწინება, ოჯახი პოლტარეცკებისა.

          ე. თაყაიშშვილი   1895 წელს შეირთო   თბილის  ივანე  პოლტორრაცკის ასული ნინო.პოლტარცკები პოლონელები იყვნენ. მეფის რუსეთის დროს გრაფი პოლტარიცკი გამოზავნეს პეტერბურგში , ამიტომ   მისი ოჯახი პეტერბუგგში ცხოვრობდა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული დეკარისტულ მოძრაიბაში. რის გამოც გრაფის ოჯახში კავკასიაში გადმოასახლეს.,  კერძოდ ქუთაისი გუბერნიაში. მოგვიანებით ცოლად შეირთო  ზედგენიძის ასული, როიმლისგანაც არი ვაჟიშვილი შძინა. ორივე შვილი მიბარებული ჰყავდათ თბისის სათავად ანაურო გიმნაზიაში., სადაც  საფუძველი ჩაეყარა ივანე პოლტარიცკის    და ილია ჭავჭავაძის მეგობრობას. პოლონელი   გრაფის შვილი კარგად ფლობდა ქართულს , ცნობილია მისი  თარგმანები  ქართულიდან რუსულ ენაზე კერძოდ  შოთა რუსთაველი  „ ვეფვის ტყაოსანი“   ილია ჭავჭავაის „ გლეხის ნამობი“ „კაცია-ადამიანი“       ივანე მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ წერა- კითხვას გამავრცებელ  საზოგადეოებას, ილია ჭავჭავაძემ  თავისი  პოემა „ ჩრდილი “ ნიშნად პატივისცემისა სწორედ უძღვნა ივანეს. დიდ  ქაეთველი გახლდათ ივანეს მეჯვარე, მისი ვაჟიშვილი ილია [ილიკო დარქვეს]            რაც შეხება ივანეს ძმას სიმონს , იგი იურისტად მუშაობდა პეტერბურგში.სწორედ რუსეთში მისი მოღვაწწეობის დროს საქართველოს სათვისტომო რომელშიც გაერთიანებული  იყვნენ – ილია ჭავჭავაძე, ნიკო-მარი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ვანო მაჩაბელი, სიმონ ავალიშვილი,ივანე ნიჟარაძე და სხვა.  ივანე პოლტორიცკი მატერიალურად ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს. იქაური ქართველობაკვირაში ერთხელ გრტაფთან სადილიზე იკრიბებიდნენ- სადაც მთავარი და ძირითადი  თემა საქართველო იყო. სიმონს  ხშირად უთქვამს “ ჩემს ქართველობაზე ჩემი სახელი მეტყველებსო. „ივანე პოლტორიცკიმ  მეუღლის გარდაცვალების შემდეგ   იქორწინა ნადეჟდა    გაბაშვილზე.  მათ ი მეჯვარე ილია წინამძღვრიშვილი იყო.    ნადის მზი9თებში ერგო ოქროყანის მამულები.გაბაშვილის ოჯახი ზენელზე ცხოვრობდა, სწორედ იმ შენობაში სადაც მეცნიერთა აკადემია მდებარეობს. ოქროყანაში  მათ ორი სახლი ჰქონდათ , ზემო და ქვემო აგარაკი. ზემო აგარაკზე ორსართულინი სახლი იდგა რომელიც თავდ გადსცეს მოსახლეობას სკოლის გასახსნელად.  ოქროყანის ნაწილი  დღევანდელი ფუნუკუილორის ნაწილი   1890წელს ბელგიელებმა  იჯარით აიღეს პოლონელი გრაფის ოჯახისგან.  ილია  ჭავჭავაძის მეშვეობით ილიკო პოლტორიცკიმ თანხა გამოაგზავა ტრამვაის ხაზის გასაყვანად. ილიკომ განათლება საფრანგეთში მიიღო, მუშაობდა პარიზის ბანკში  , მუდმივი კავშირი ჰქონდა თავის ნათლიასთან ილია ჭავჭავაძესგან.  გარდაიცვალა საქ-ში, მემკვიდრე არ დარჩენია. ივანე პოლტარცკი განათლებით იურისტი იყო. ჯერ პირველი განყოფილების მომრიგებლად  მოსამართლედ მუშაობდა , ბოლო 20 წელი კი თბილისი ნორტარიუსის თანამდებობა ეკავა. ივანე 1892    წელს გარდაიცვალა . იმ დროს ექვთიმე თაყაიშილი თბილისში არ ყოფილა. დაკრძალვას ესწრებოდა ი. ჭავჭავაძე . მოგვიანებით ეკატერინე გაბაშვილის უთქვამს ექვთიმესთვის „ ილიას თვალებიდან კურცხალ კურცხალიცრემლი სდიოდაო“

ივანეს დანადო გაბაშვილს ექვსი შვილი ჰყავდათ_ნინო, ელენე,ანა, სოფიო, ეკატერინე და ალექსანდრე. ელენე პოლტარიცკი ფრანგულის მასწავლებელი იყო, იგი ერთ-ერთი დამარსებელი გახლდათ უცხო ენათა ინსტიტუტეს. ნინო, ელენე და ანა ილიკოსთან სწავლობდნენ პარიზში. სოფიო პიანისტი იყო, ეკატერინე კონსევატორიაში მუშაობდა, მოგვიანებით კი ამერიკის საელჩოს ატაშე გახლდათ, ალექსანდრე პროფესით იურისტი იყო.

პეტ-იდან დაბრონებულ ექვთიმეს ბინა არ ჰქონდა, ამიტომ იაკობ გოგებაშვილთან ცხოვრობდა. იმ პერიოდში ხუთშაბათობით ქართველი ინტელინგცის წარმომადგენლობა იკრიბებოდნენ ოქრიყანაში , პოლტორაცკებთან. Mმაშინ მარტო ოქროყანა კი არა მთაწმინდაც პოლონელი გრაფის საკუთრება ყოფილა. 1905 წელს ექვთიმემ ცოლად შეირთო ივანეს და ნინო პოლტარიცკი.მათ ჯვარი დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყნვნენ ოლღა გურამიშვილი და ილია წინაძღმრიშვილი. ვინაიდან მათ შვილი არ ჰყავდათ, იშვილეს თავიანთი მოგვარე ლიდია თაყაიშვილი, რომელიც შემდეგ

ნინო პოლტარიცსკის საშას მეუღლე გახლდათ.

ი. პოლტარიცსკი მეორე ქალიშვილის, ანას მეუღლე იყო ივანე ნიჟარაძე. ი. ნიჟარაძემ განათლება მიღო პეტერბურგში.იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად სწავლობდა ისტორია-ფილოლოგის ფაკუტეტზე. ექვთიმე ხელს უწყობდა ი. ნიჟარაძეს განათლებაში, დაჰყავდა ერთნოგრაფიულ   ექსპედიციებზე, სწორედ ექვთიმეს დახმარებით გაიცნეს ერთამანეთი და დახლოვდნენ ივანე ნიჟარაძე და ანა თაყაიშვილი. ივანე და ანამ ჯვარი დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყვნენ ი. ჟავახიშვილი და ეკატერინე გაბაშვილი. ქორწილს ესტრებოდნენ ოლღა და ილია ჭავჭავაძე. ილიას ივანესთვის უჩუქებია ოქროს სათი ბუდით და წარწერით. ეს სათი ოჯახში ინახებოდა 1966 წლამდე შემდეგ კი გაუყიდიათ რადგან ლიდიას დაკრძალვა მოეხერხებინათ.

ივანეს და ანას ორი შვილი _ ალექსანდრე და ნინო შეძინათ.ნინო ექვთიმე თაყაიშვილმა მონათლა. სანამ ექვთიმე ახალ ბინაში გადავიდოდა, მთელი პოლტარიცკების ოჯახი ეკატერინე გაბაშვილის სახლში ცხოვრობდა.

1910 წელს ექვთიმე და ნინო ახალ აშენებულ კერძო სახლში ოლღას ქუჩაზე დასახლდნენ. Mმათი რჩევით ივანე ნიჟარაძეც თავისი ოჯახით აქ გადვიდა. ქვთიმეს 7ოთახი ეკავა მესამე სართულზე.

ნინო პოლტარიცკია გარეგნობით ძალიან ლამაზი ყოფილა, კარგად იცოდა რუსული და ფრანგული. Pპარიზში ჰქონდა დამთავრებული კონსევატორია და კარგად უკრავდა. იგი ბევრს ეხმარებოდა ექვთიმეს მუშაობაში.

ექ. თაყაიშვილის ოჯახში 14 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღეს დიდი წვეულობა იმართებოდა. საღამოს ოთახები ივსებოდა სტუმრებით. ექვთიმე ამ დღეს ყველაზე კარგ ხასიათზე იყო. ასე გადიოდა წლები. . . 1921 წელს ნინომ და ექვთიმემ უხმაუროდ დატოვეს თბილისი,. ამის შესახებ ნინო ნიჟარაძე {დისშვილი} იხსენებს:  1921 წლის 25 თებერვალი, ამ დღეს თბილისში დიდი თოვლი მოვიდა ბავშვები გახარებულები ვიყავით, დედამ ეზოში გაგვიშვა,  მერე ავედი დეიდასთან, მაგრამ არც ექვთიმე და არც ნინო აღარ დაგვხვდნენ. მაგიდასთან ჭურჭელი კი არ იყო ალაგებული, სარეცხი კი თოკზე ეკიდა, ყველას გაუკვირდა,ორივე წესრიგი და სიუფთავე უყვარდა. დედას ცრემლები მოადგა თვალებზე, ლაპარაკს ვერ ახერხებდა. ასე რომ 1921 წლიდან 1945 წ-მდე მოლოდინისა და მონატრების გზა გაიჭიმა.”

ნინოს გარდაცვალება იყო ექვთიმესთვის _` ნინო გარდაიცვალა 1931წლის 8 ივლის  ლევილში,ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდგომ.~ ექვთიმე მაინც გამაგრდა, მეუღლის დაბადებისა  და გარდაცვალების თარიღბს უსახსრობის  პირობებშიც აღნიშნავდა.

ე. თაყაიშვილი, 1945 წელს პატიზიდან თბილისში რომ ჩამოფრინდა დიდ სიხარულთან ერთად აწუხებდა მეუღლის ნეშთის იქ დარჩენა. ამის გამო დაწერა მან: `82 წლის მოხოცს ამიხდა დიდ ხნის ნატვრა, დავბრუნებოდი სამშობლიოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეულობა. საშვალება მომეცა ჩემს უნივერსტეტში და ახალშობილ აკადემიაში დამეწყო მუშაობა.  Oოღონდ ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული~.

ექვთიმე ამას ვერ მოესწრო , მაგრამ  ეს აღსრულდა 1987 წლის 22 თებვერვალს  დღის 2 სათზე ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში შედაგა სამოქალაქო პანაშვიდი და ლევილიდან კუბოთი ჩამოსვენებული ნინოს ნეშთი დიკრძალა ქმრის საფლავის გვერდით.


წყარო:http://www.sakartveloo-lamazo.narod.ru/guria/eqvTime_tayaishvili.htm


Комментариев нет:

Отправить комментарий