ქალაქი თბილისი ,№29საჯარო სკოლა
ტელ: 295-19-48
მის:ნინოშვილის №39
ტელ: 295-19-48
მის:ნინოშვილის №39
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ჩვენი კუთხის, ჩვენი ქვეყნის სასიქადულო მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
პროექტის მიზანი: შეისწავლონ ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფია და მისი უდიდესი ღვაწლი საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე.
მოსწავლეთა ასაკი: 12-13 წელი.
პროექტის ჩატარების ხანგრძლივობა: 4 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: ხელი შეეწყობა მოსწავლეთა ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას, შეძლებენ ინფორმაციის მოპოვებასა და დახარისხებას, განუვითარდებათ პრეზენტაციის უნარი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი, საჭირო ლიტერატურის შეგროვება,სურათები, ფოტოაპარატი,სტენდი.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. ვესაუბრები ბავშვებს და ვაძლევ მითითებას, თუ როგორ მოიპოვონ ინფორმაცია ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
აქტიობა 2. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.
კლასები დაიყოფა ორ ჯგუფად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით:
I ჯგუფი-ვაძლევ დავალებას მშობლების ან უფროსების დახმარებით მოიძიონ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაცია ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
II- ჯგუფი-ვაძლევ დავალებას ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან და სოფლის ხანდაზმულ ადანიანებთან გასაუბრებით მოიპოვონ ინფორმაციები ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ.
აქტივობა 3. მოსწავლეების მიერ მოპოვებული ინფორმაციების დახარისხება და ჯგუფების მიერ ზეპირი პრეზენტაციის წარმოდგენა.
აქტივობა 4. ექსკურსია ექვთიმე თაყაიშვილის სახლ- მუზეუმში, ექვთიმეს ძეგლის ყვავილებით შემკობა, სურათების გადაღება.
პროექტის მიმდინარეობის და ექსკურსიის ამსახველი ფოტო მასალის მიხედვით ვიდეოკოლაჟის გაკეთება.
აქტივობა 5. საკლასო ოთახში სტენდის მოწყობა.
აქტივობა 6. პროექტის შეფასება.
შეფასების კრიტერიუმი | მაღალი | საშუალო | დაბალი |
ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება | დამოუკიდებლად ახერხებს ინფორმაციის მოპოვებას და შეუძლია მისი დახარისხება. | შეუძლია ინფორმაციის მოპოვება, უჭირს დახარისხება | დამოუკიდებლად არ შეუძლია ინფორმაციის მოპოვება დახარისხება. |
ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია | ჩართულია ჯგუფის მუშაობაში ,კარგად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან, აკეთებს სათანადო დასკვნებს,შეუძლია პრეზენტაციის გაკეთება. | თანამშრომლობს ჯგუფთან, გამოაქვს სათანადო დასკვნები, მაგრამ უჭირს პრეზენტაციის გაკეთება. | უჭირს ჯგუფურ მუშაობაში ჩართვა, პრეზენტაციის გაკეთება არ შეუძლია. |
· სარგებელი სხვებისთვის: დაინტერესებული მოსწავლეები სხვა სკოლებიდან ან კლასებიდან გაეცნობიან ღირსეული ქართველის, სამშობლოს უანგარო მსახურის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ადრეულ პერიოდს, რომელიც მან გაატარა თავის მშობლიურ კუთხეში, გურიაში. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას და შესაძლოა, მათ განაგრძონ კვლევა.
· მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები/, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან წმინდანად შერაცხული დიდი ქართველი მამულიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ბუკლეტს, სლაიდშოუს ექვთიმეს ბავშვობისა და სწავლის წლებთან დაკავშირებით, მიიღებენ ახალ ცოდნას, განავითარებენ კვლევის, ანალიზის, ჯგუფში მუშაობისა და პრეზენტაციის უნარს. შესაძლოა, მათ განაგრძონ კვლევა ექვთიმეს საინტერესო ცხოვრების სხვა ეპიზოდების შესწავლის მიზნით.
საგანთან კავშირი: საქართველოს ისტორია.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.I. 2. მოსწავლე გადმოსცემს მარტივ ინფორმაციას მისთვის ნაცნობ თემებზე.
ქართ..I .3. მოსწავლე იცავს მართმეტყველების ელემენტარულ წესებს.
ჯგუფის ხელმძღვანელი - მაია გელაშვილი (ქართული ენის პედაგოგი}
1. ნიკა ცერცვაძე;
2. თამარ ლაშხი;
3. არჩილ ლომიძე;
4. ირაკლი ბარბაქაძე;
5. ანა ცქიფურიშვილი;
Комментариев нет:
Отправить комментарий